რუსთავი 2-ის საქმე

იან კელი: არ გვსურს ვიხილოთ პლურალისტული მედიასივრცის შეზღუდვები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის თქმით, რუსთავი 2 არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და პარლამენტარებთან საუბრისას განიხილა. კელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ამიტომაც ამერიკულ მხარეს არ სურს, საქართველოში იხილოს ამ გარემოს მიმართ რაიმე შეზღუდვები. 

"როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ჩვენ ვართ პლურალისტური მედიასივრცის აქტიური მხარდამჭერები და არ გვინდა, რომ ვიხილოთ რაიმე სახის შეზღუდვები საქართველოში. გეტყვით, რომ ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ ყურადღებით დავაკვირდებით. მართალია, ორი კვირაა აქ ვარ, მაგრამ ამ თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და პარლამენტარებთან საუბარი უკვე მქონდა, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ საუბრისას ყოველთვის წამოვწევთ", - აღნიშნა იან კელიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, შპს ტელეკომპანია საქართველოს ყადაღა დაადო. შპს ტელეკომპანია საქართველო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, აგვისტოში ხალვაშის მოთხოვნით, რუსთავი 2-ის წილები დააყადაღეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს სამოქალაქო დავის მოსამზადებელი სხდომა - მოსარჩელეები ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა, მოპასუხეების ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას, შპს გეო-ტრანსის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე რუსთავი 2-ის რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, რუსთავი 2-ის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან მთავარი ადვოკატი და არხის გენერალური დირექტორი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული შუამდგომლობა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს სურს, სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს. 

რუსთავი 2-მა ასევე ითხოვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, შემდეგ კი, საქმის კოლეგიური წესით განხილვა მოითხოვა. თუმცა ტელეკომპანიის შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები