ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

კობიაშვილი: არ ვიცი, რა სტატუსით იმყოფება კალაძე ყრილობაზე

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა არ იცის, რა სტატუსით იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე ყრილობაზე.

"ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე. აქ უამრავი ადამიანია და რა ვიცი, სტატუსით იმყოფება", - თქვა კობიაშვილმა.

პრეზიდენტობის არც მეორე კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ არ იცის, რა სტატუსითაა კალაძე ყრილობაზე.

ამასთან, არჩევნებზე მიწვეულ სტუმართა შორის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ არის.

აღსანიშნავია, რომ ვიცეპრემიერი კახა კალაძე პრაიმტაიმთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები