რეკლამა

პაატა რატიანი: როგორია ოფიციალური პროცედურა საზღვარგარეთ მკურნალობისათვის

პრინციპი „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ სამედიცინო ტურიზმის სფეროში საკმაოდ აქტუალურია. ჩვენი მოქალაქეები ჯერ კიდევ არ სარგებლობენ ფორმალური სერვისების მიღების ჩვევებით და გამონაკლისი არც უცხოეთში მკურნალობაა. უამრავი პაციენტი ცდილობს გვერდი აუაროს ოფიციალურ არხებს და გზა პირადი კავშირებით გაიკვლიოს, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით, ეძებს ათას გზებს, არცთუ იშვიათად ძალიან სარისკოსა და კანონებთან წინააღმდეგობრივსაც. არაფორმალური მეთოდებით უცხოურ კლინიკებში მოხვედრილი პაციენტები ხშირად აწყდებიან მოულოდნელ პრობლემებს, ფინანსურ ზარალსა და მკურნალობის მხრივ სიძნელეებს.

მას შემდეგ, რაც დადგება უცხოეთში მკურნალობის საჭიროება ან უბრალოდ ამგვარი სურვილი, მიმართეთ ამ სფეროთი დაკავებულ ოფიციალურ ორგანიზაციებს - სამედიცინო ტურიზმის კომპანიებს. დაინტერესდით თუ რა გამოცდილება გააჩნიათ მათ ამ სფეროში და რამდენად სანდო რეპუტაციით სარგებლობენ. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო ტურიზმის (ანუ საზღვარგარეთ მკურნალობის დაგეგმვის) სერვისი განსხვავდება სამედიცინო საქმიანობისაგან. აქ უამრავი ისეთი ნიუანსი და სპეციფიური საკითხია, რომელთაც თქვენი ადგილობრივი მკურნალი ექიმები და კლინიკები სათანადოდ ვერ მოგიგვარებენ. ამასთან, ეს მათი მხრიდან იქნება არალეგალური საქმიანობა. აღარაფერს ვამბობ სხვა არაოფიციალურ კერძო წყაროებზე, რომლებზე დაყრდნობა არა მარტო გაუმართლებელია, არამედ სახიფათოცაა ფინანსურად და, რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობისთვის.

საზღვარგარეთ მკურნალობა არაა მარტივი საკითხი. პირველ რიგში აუცილებელია უცხოური კლინიკისა და ექიმის სწორად შერჩევა. საჭიროა პაციენტის სამედიცინო პრობლემის, ფინანსური მდგომარეობის (დაფინანსების წყაროების ხასიათიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე), უცხო ენების ცოდნის, კულტურული კუთვნილების და პრეფერენციების, მოლოდინებისა და მიზნების გათვალისწინება. ეს ყველაფერი წარმოებს პროფესიონალური კონსულტაციის დროს, რომელიც ამ ეტაპზე უფასოა.

კონსულტაციაზე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის თავისებურებებზე, მიმდინარე მდგომარეობაზე, ქართველი პაციენტებისათვის არსებულ შესაძლებლობებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელ ნიუანსებზე და მიიღებთ გააზრებულ გადაწყვეტილებას პროფესიონალურ რჩევებზე დაყრდნობით. ეს კი დაგეხმარებათ საზღვარგარეთ მკურნალობის სწორ შერჩევა/დაგეგმვა/განხორციელებაში.

კონსულტაციის შემდგომ პაციენტის მხარე ერკვევა მისთვის არსებულ შესაძლებლობებში, ისმენს რეკომენდაციებს და ყალიბდება იმ საკითხზე, თუ რა მიმართულებით და რომელი სერვისია მისთვის ყველაზე ოპტიმალური. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც პაციენტი კონსულტაციის შემდგომ იცვლის წინასწარ განძრახვას და გადაიფიქრებს უცხოეთში გამგზავრებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი მოლოდინები და მცდარი ინფორმაციის ქონაც. თვითმიზანი არ შეიძლება იყოს ყველა პაციენტის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღება წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსური შესაძლებლობების თანხვედრისა და ზოგიერთი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვურჩევთ ამ გადაწყვეტილებას.

ქვეყნებთან და კლინიკებთან დაკავშირებით უნდა გვესმოდეს 2 მნიშვნელოვანი მომენტი: ერთი, რომ თავისთავად კარგი კლინიკა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება რომელიმე ქვეყანაში ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გამოდგება უცხოელი პაციენტებისათვის (ამისათვის ეს ქვეყანა და კლინიკა უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული და გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო ტურიზმის ინფრასტრუქტურა) და მეორე - ყველა მიმართულებას აქვს როგორც თავისი უპირატესობები/ ძლიერი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები და ეს განხილული უნდა იყოს კონკრეტული პაციენტის სიტუაციიდან (მისი ინტერესებიდან) გამომდინარე.

კონსულტაციაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ განმარტებებს, სამართლებლივ საკითხებსა და მსგავსი ქეისების პრაქტიკის გაცნობას.

გადაწყვეტილების მიღებისა და სასურველი სერვისის არჩევის შემდგომ წარმოებს სამედიცინო ტურის (უცხოეთში სამკურნალო ვიზიტის) დაგეგმვა. სწორი დაგეგმვა პროცედურის აუცილებელი კომპონენტია.

ხდება კლინიკისა და შერჩეული ექიმის შესახებ ინფორმაციის პაციენტის მხარისათვის წინასწარი გაცნობა. საზღვარგარეთ სამედიცინო და არასამედიცინო მომსახურებაზე/ შედეგებზე პასუხისმგებელი უშუალოდ მისი მიმწოდებელი უცხოური სამედიცინო დაწესებულებაა. თუმცა, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი და პაციენტის ინტერესების ფასილიტაცია.

ოფიციალური არხებით მყოფი პაციენტი სარგებლობს პრიორიტეტით, არის დაცული ფასების არამართლზომიერი ცვლილების, დაყოვნების პერიოდის გახანგრძლივებისა თუ სხვა ტიპის სიძნელეებისაგან. თუმცა, სამწუხაროდ, სირთულეების 100%-ით აღმოფხვრა ყოველთვის ვერ ხერხდება და პაციენტის მხარე ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული.

მნიშვნელოვანია მკურნალობის დასრულების შემდგომი პერიოდის სწორად მართვა. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სამედიცინო და ფინანსური ანგარიშების მიღება.

ვიმოქმედოთ სწორად, ვენდოთ პროფესიონალებს და არ ვინანებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები