რუსეთის ეკონომიკური კრიზისი

რუსეთის სარეზერვო ფონდები შესაძლოა ამოიწუროს

Ilya Pitalev / RIA Novosti

სარეზერვო ფონდების ამოწურვის შესახებ ისაუბრეს დღეს რუსეთში გამართულ ფინანსისტთა შეხვედრაზე. შეხვედრაზე გაირკვა, რომ ნავთობის ფასების ვარდნა და რიგი ეკონომიკური სანქციები რუსეთის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„ბიუჯეტის ასეთი დეფიციტის დროს, როცა მისი შევსების რესურსები მცირეა, როცა საგარეო ბაზარი არ გაგვაჩნია, შიდა ბაზარი კი შეზღუდულია, კერძო სექტორში განვითარებასა და ინვესტიციებზე საუბარი შეუძლებელი იქნება", - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნასტია ნესტერენკომ.

ნასტია ნესტერენკოს აზრით, ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად, რუსეთის ეკონომიკას ძლიერი რეცესია, ხოლო სარეზერვო ფონდებს 2017 წლამდე ამოწურვა ემუქრება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წლის ბოლოს სარეზერვო ფონდი 3,379 მილიონ რუბლამდე, 2016 წლის ბოლოსთვის კი - 1,249 ტრილიონ რუბლამდე შემცირდება.

კომენტარები