NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 41%-სთვის პროექტი პანორამა-თბილისი მიუღებელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 41%-სთვის პროექტი პანორამა-თბილისი მიუღებელია, 32%-სთვის მისაღები. აღსანიშნავია, რომ კითხვა მხოლოდ თბილისში დაისვა.

კითხვაზე - გსმენიათ თუ არა, პანორამა-თბილისის შესახებ, დადებითი პასუხი 71%-ია, უარყოფითი - 29%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები