ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა

Sergei Grits / AP

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. პრეზიდენტმა, რომელიც ბელარუსს უკვე 21 წელია მართავს, არჩევნებში ხმების 83,5 % მოაგროვა. არცერთ მის მოწინააღმდეგეს 5%-ზე მეტი ხმა არ მიუღია.

2010 წლის არჩევნებში, ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო, რასაც აქციები და ოპოზიციის ლიდერების დაჭერები მოჰყვა. წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობაზე რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა უარი განაცხადა. მათი აზრით, არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან გამარჯვებული მაინც ლუკაშენკო გახდებოდა.

ლუკაშენკოს გამარჯვებას მინსკში, საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. დემონსტრანტები ბოიკოტს უცხადებენ დიქტატურას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.

დასავლეთი წლებია, უშედეგოდ აკრიტიკებს ლუკაშენკოს რეჟიმს. 2005 წელს, მაშინდელმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის (როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის) 21-წლიან ისტორიაში ხუთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ხუთჯერვე გამარჯვებული ლუკაშენკო დარჩა. მას ხმების 75%-ზე ნაკლები არასოდეს დაუგროვებია.

კომენტარები