აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

საქართველოს 12 ქალაქში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციები იმართება

ტელეკომპანია რუსთავი 2

საქართველოს 12 თმითმმართველ ქალაქში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციები იმართება. აქციები, რომელებშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობენ 12-ვე ქალაქში სიმბოლურად 12 საათზე დაიწყო. ტელეკომპანიის მხარდამჭერები რუსთავი 2-ის შენობასთანაც შეიკრიბნენ, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ თავისუფალ მედიაზე  ზეწოლა. მხარდამჭერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

კომენტარები