ტერაქტი

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

AFP

პაკისტანში, ქალაქ ქვეტაში სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს. პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22-ზე მეტი - დაშავდა.

„ეს იყო მხდალი საქციელი, უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა. ჩვენ ვებრძვით ტერორიზმს და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, სანამ ბოლო ტერორისტს არ გავანადგურებთ“,- თქვა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სარფარაზ აჰმედ ბუგტიმ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები