რუსთავი 2-ის საქმე

პროკურატურამ, ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ტაბულას, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

"რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ჩვენსმიერ შესდაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს ვადებში მოხდება გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით."-განაცხადა სუხიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ.

კომენტარები