დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,003452 გრ ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები