არჩევნები თურქეთში

თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: Sedat Suna / European Pressphoto Agency / nytimes.com

თურქეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტს ბოლო 6 თვის მანძილზე უკვე მეორედ ირჩევენ.

ივნისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანის ისლამისტურმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა, პარლამენტში მოხვედრილმა ძალებმა კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს. სწორედ ამან განაპირობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

არჩევნები თურქეთისთვის მძიმე გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს, იქნება ეს ქურთ მებრძოლებთან ბრძოლები, ისლამური სახელწმიფოსგან მომავალი საფრთხეები თუ სირიის სამოქალაქო ომით გამოწვეული ლტოლვილთა კრიზისი.

შაბათს, სტამბოლის ახალ მეჩეთში ლოცვის შემდეგ, ერდოღანმა პირობა დადო, რომ, უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ქვეყანას სტაბილურობას დაუბრუნებს. ერდოღანის ოპონენტები კი შიშობენ, რომ პრეზიდენტის პარტიის გამარჯვება კიდევ უფრო წაახალისებს „მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს".

დასავლური მედიის ცნობით, მაღალი ალბათობით, დღევანდელი არჩევნების შედეგები განსხვავებული არ იქნება და ვერც ერთი ძალა უმრავლესობის მოპოვებას ვერ მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში, ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შესაძლოა მოუწიოს, მოლაპარაკებები განაგრძოს ქვეყნის მთავარ სეკულარულ, ოპოზიციურ სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან ან ნაციონალისტურ პარტიასთან.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები