არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ka.wikipedia.org

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ - ახალი აზერბაიჯანი - 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა. BBC-ის ცნობით, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. პარტია მუსავატის ლიდერი არიფ გაჯილი სააგენტო როიტერთან საუბარში ამბობს, რომ მისმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების გამო თქვა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბაქოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, ეუთოს დამკვირვებლები აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს არ აკვირდებოდნენ. 

კომენტარები