ადვოკატის ცემა

ადვოკატის ცემისთვის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურა აპირებს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. 

"გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ. მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის  ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. 

კომენტარები