ტერაქტები პარიზში

CNN-ის ინფორმაცით, პარიზში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა

AFP

CNN-ის ინფორმაცით პარიზში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. პარიზის პროკურატურის სპიკერის ინფორმაციით, თავდასხმების დროს 8 თავდამსხმელი დაიღუპა. მათ შორის შვიდმა თავი აიფეთქა. როგორც პარიზის მთავარმა პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმები დედაქალაქის შიგნით და გარეთ 6 სხვადასხვა ადგილზე განხორციელდა. ტერაქტების სერია პარიზში გუშინ ღამით მოხდა. ტერორისტებმა მძევლები ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში აიყვანეს, რის შემდეგაც ფრანგულმა პოლიციამ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის შტურმი დაიწყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საფრანგეთის საზღვრები დახურა.

ოლანდის თქმით, პარიზში სამხედრო ძალებს განალაგებს, რათა დარწმუნდეს, რომ მეტი თავდასხმა არ მოხდება.

კომენტარები