საპროკურორო საბჭო

მთავარ პროკურორს გაბრიჩიძეს, რევაზიშვილს და შოთაძეს შორის ხვალ აირჩევენ

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა. თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. 

ხვალ, 19 ნოემბერს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.

საპროკურორო საბჭოს ცნობით, ხვალინდელ არჩევნებზე დაკვირვება შეეძლებათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების, მედიის წარმომადგენლებს.

კომენტარები