თურქეთი-რუსეთი

თურქეთმა, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

independent.co.uk

თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქული მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი რუსულია, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.

სამხედრო თვითმფრინავი თურქული F16-ით ჩამოაგდეს.

გასულ კვირას, ანკარაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და მასთან რუსული ავიაციის მიერ სირიის საზღვართან მდებარე თურქული სოფლების დაბომბვა გააპროტესტეს.

კომენტარები