თურქეთი-რუსეთი

რუსეთი ერდოღანის წინააღმდეგ "მტკიცებულებებს" აქვეყნებს

AP

ოფიციალური მოსკოვი "მტკიცებულებებს" აქვეყნებს, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების მოსაზრებით, ამტკიცებს, რომ თურქეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არალეგალურად შემოტანილი ნავთობით სარგებლობს.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მასალაში ნაჩვენებია, როგორ ივსება თურქული სატვირთო მანქანები ნავთობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ თურქეთი ნავთობს მისი კანონიერი მფლობელებისგან, სირიასა და ერაყისგან იპარავდა და ამით სარგებელს ნახულობდა. მისივე თქმით, ამ კრიმინალურ ბიზნესში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და მისი ოჯახიც იყო ჩართული.

ერდოღანი რუსეთის ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები