Time-ის წლის ადამიანი

ანგელა მერკელი Time-ის წლის ადამიანად დასახელდა

TIME

გერმანიის კანცლერი Time-ის წლის ადამიანად დასახელდა. ის ამ ნომინაციაში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს არჩიეს.

Time-ის რედაქტორის ნენსი გიბსის განცხადებით, ანგელა მერკელმა 2015 წელს ყველა რთულ სიტუაციაში გამოავლინა ლიდერის თვისებები, დაწყებული სირიის მიგრანტების კრიზისიდან, დამთავრებული საბერძნეთის ფინანსური კრიზისით.

რედაქციის აზრით, მერკელის 2015 წლის ყველაზე გამოსარჩევი საქციელი მიგრანტებისთვის კარის "ფართოდ" გაღება იყო.

კომენტარები