ინფორმაციის თავისუფლება

IDFI: 2015 წლის ყველაზე დახურული სამინისტროების ხუთეული

facebook.com/economypr

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის შედეგად ყველაზე დახურული საჯარო უწყებების სიაში მოხვდნენ ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია და ფინანსთა სამინისტრო.

2015 წლის მონაცემებით ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.

შედარებით დახურული უწყებების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 10%
  2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 23%
  3. იუსტიციის სამინისტრო - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 30%
  4. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 36%
  5. ფინანსთა სამინისტრო - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 54%

2015 წელს IDFI-იმ, 307 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 8297 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 3 961 შემთხვევაში, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 438 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 63 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 1 175 მოთხოვნა.

კვლევის მიხედვით გამჭვირვალობის მაღალი დონეა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სპროტის სამინისტროებში.

კომენტარები