შეწყალების კომისია

ქორიძე: გამოძიებიდან ინფორმაცია ჟონავს გარეთ და ხვდება სხვადასხვა პირებთან

რადიო თავისუფლება

შეწყალების კომიის თავმდჯომარე ზვიად ქორიძე ეჭვობს, რომ გამოძიებიდან ინფორმაცია გარეთ გამოდის.

"საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მე რა ჩვენება მივეცი? ინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს გარეთ. ეს ხვდება სხვადასხვა პირებთან, მათ შორის მედიაშიც," - აღნიშნა ქორიძემ.

მანამდე, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის, ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ზვიად ქორიძემ გამოძიებას ისეთი ჩვენება მისცა, თითქოს მაღალჩინოსნები კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.

"ქორიძე მობრძანდა გამოძიებაში და როგორც ჩვენ კითხვებიდან გავარკვიეთ, მისცა ჩვენება, თითქოს ზაუტაშვილსგან რამე გაიგო კორუფციული გარიგების შესახებ. ეს არის სრული სიცრუე," - აღნიშნა ნიკოლაძემ.

თავის მხრივ ქორიძე ამბობს, რომ მას კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ფულის აღებაზე გამოძიებასთან არ უსაუბრია.

კომენტარები