სოციალური დახმარება

ენმ: ივნისის შემდეგ, 6 ათასამდე პენსიონერს სოციალური დახმარება შეუჩერდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის შემდეგ, 60 წელს ზემოთ ასაკის 6 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა. ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება ძირითადად მარტო, ან მეუღლესთან მცხოვრებ პირებს შეუჩერდა, რომელთა ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა.

"შევადარეთ 2015 წლის ივნისის და დღევანდელი მონაცემები და ვნახეთ, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, ისინი, ვინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას, კვლავ შემცირებულია და ამჯერად 6 000 ადამიანი, 6 000 პენსიონერი დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე. ასევე ჩვენ შევისწავლეთ სტატისტიკა და ვნახეთ, რომ ძირითადი წილი მოდის მათზე, ვინც ან მარტოხელაა, ან პენსიონერი ცოლ-ქმარი ცხოვრობს ცალკე" - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის შეჩერების ხარჯზე ხელისუფლებამ 15 მილიონი ლარი დაზოგა.

კომენტარები