ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკომისიის ანგარიშს 14:30-ზე წარადგენს

www.dossiereuropa.eu

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი პრესკონფერენციას 14:30-ზე გამართავს. ჰერმანი ანგარიშს სასტუმრო თბილისი მარიოტში წარადგენს.

"შესაძლებელია მცირეოდენი შეფერხება, რომლის შესახებაც ინფორმაციას დაუყოვნებლივ გაცნობებთ", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიში ევროკომისიამ დღეს, იანოშ ჰერმანის პრესკონფერენციამდე უნდა გამოაქვეყნოს.

კომენტარები