კავკასუს ონლაინი

ბილაინი კავკასუსის ყიდვას უარყოფს, მასთან გაერთიანების სურვილს - ადასტურებს

mjquinn.co.uk

კომპანია ბილაინის განცხადებით, "კავკასუსის ყიდვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ წარმოადგენს". კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 ნოემბერს ბილაინმა და კავკასუს ონლაინმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წილების შერწყმის თაობაზე განცხადება შეიტანეს.

"ბილაინი და კავკასუს ონლაინი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. კანონმდებლობის თანახმად, მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე. 5 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას დაიწყებს. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიებს შორის და თუ შეთანხმება შედგა, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება შერწყმა", - აცხადებს ბილაინი და განმარტავს, რომ კომპანიების წილების შერწყმა გულისხმობს ბილაინის მიერ მხოლოდ კავკასუს ტვ-ის და სადენიანი ინტერტნეტის სერვისის შეძენას.

"შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ ვართ დაინტერესებული. შპს კავკასუს ონლაინის აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას, არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს", - აცხადებს ბილაინი. 

დღეს რამდენიმე ონლაინგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Caucasus Online-ი ბილაინმა იყიდა. 

კომენტარები