თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ბარამიძე ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე თვლის, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი ადამიანები, შავრაზმელები, არიან ცოტა, იმიტომ რომ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას არაფერი საქმე არ აქვს გაუნათლებლობასთან, უკულტურობასთან და ძალადობასთან. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ცდილობენ, საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, რომ სარწმუნოების ქომაგები არიან. ყველანი ვართ თანასწორი და ვინც უნდა ჩაიდინოს დანაშაული, უნდა აგებდეს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა ბარამიძემ.

ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში თავს გუშინ დაესხნენ. რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები