თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

მუსლიმთა კავშირი: ვგმობთ ტაბულას ჟურნალისტებზე ძალადობას

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირი, ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და შესაბამის უწყებებს დანაშაულის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ქართველ მუსლიმთა კავშირი, ქართველი მულიმების სახელით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ფიზიკურ შეურაცყოფასა და თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ტელეკომპნია "ტაბულას" ჟურნლისტებზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო. მდგომარეობა მით უფრო მძიმეა, როცა თვდასხმას საფუძვლად უდევს რელიგიის გაშუქება და სავარაუდო რელიგიური სიძულვილი.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი მედიის როლი მნიშვნლოვნია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარბისათვის. მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროულად და ეფექტურად გამოავლინოს დამნაშავეები და მიიღოს შესაბმისი სწორი, სამართლებრივი ზომები, რათა არ მოხდეს მსგავსი ფაქტების წახალისება", - ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

კომენტარები