არჩევნები გარდაბანში

ენმ: მამა კახაბერს გარდაბანში ოცნების მხარდამჭერები მიკროავტობუსით გადაჰყავს

UNM

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, გარდაბნის საარჩევნო პროცესში სასულიერო პირები არიან ჩართულები. ენმ-ის ცნობით, "მამა კახაბერი [უერთაშვილი], რომელიც ნორიოში მსახურობს, საკუთარი მიკროავტობუსით მუშაობს არჩევნებზე. ის ქართული ოცნების მხარდამჭერების გადაადგილებას უზრუნველყოფს".

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევანი მიმდინარეობს. საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

კომენტარები