შეზღუდვები გზებზე

გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი გაწმინდეს. შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის განცხადებით, ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე რჩება მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.

კომენტარები