პროცესები მაესტროში

გია გაჩეჩილაძე: პრემიერმინისტრს ორ დღეში ერთხელ ვხვდები

გია გაჩეჩილაძე
civil.ge

ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის პოსტს ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საკუთარ ძმას ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს. გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძის მიერ პოსტის დატოვების მოტივად ტელეარხის რეიტინგის კლებას ასახელებს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრთან შეხვედრის ფაქტიც დაადასტურა. ის გიორგი კვირიკაშვილს გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა.

"პრემიერმინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები", - განმარტა გია გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, შეხვედრისას მაესტროზე საუბარი არ ყოფილა.

გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშირებით ამბობს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა და ყველა თანამშრომელი მაესტროში მუშაობას გააგრძელებს.

კომენტარები