პროცესები მაესტროში

ხიდაშელი მაესტროს ჟურნალისტს: როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს

გიორგი კვირიკაშვილმა ამ თემაზე ბევრჯერ გააკეთა კომენტარი. ეს იყო კერძო შეხვედრა ორ მეგობარს შორის. როდესაც ეს შეხვედრა შედგა, არავინ საქართველოში, არც მე, დარწმუნებული ვარ, არც გიორგი კვირიკაშვილმა არაფერი ვიცოდით იმ ამბებზე, რაც თურმე მაესტროში ხდებოდა. თქვენს თავს დიდი ხანია ბევრი რამ ხდება. მე რომ ეს არ ვიცი, კარგია. გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს. იმ დღეს, რა დღესაც მე დავიწყებ კომენტარის გაკეთებას მაესტროს მესაკუთრეებთან, დირექტორებთან, წილებთან დაკავშირებით, ჩათვალეთ, რომ დავბრუნდით მიხეილ სააკაშვილის დროს.

მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მაესტროს ჟურნალისტს, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები