კრიმინალი

გორში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი თანმხლები მამაკაცი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორში, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი თანმხლები მამაკაცი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სააგენტო ინტერპრესნიუსი კორესპონდენტის ცნობით, ქალი მეუღლესთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში მისი პირველი ქორწინებისას შეძენილი შვილი, 25 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც გორში გუშინ გვიან ღამით ჩამოასვენეს. სააგენტოს ცნობით, სწორედ შვილის ჩამოსვენებისას ესროლა ყოფილმა მეუღლემ ქალს და მის თანმხლებ მამაკავს. ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. 

კომენტარები