განზრახ მკვლელობა

სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული პირი ზუგდიდში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ზუგდიდში სამი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული დავით ბ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარები