ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან დღეს 2-ჯერ გადავიდა

სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი მატარებელი ე.წ. კუკუშკა დღეს რელსებიდან გადავიდა. ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტაბულას განუცხადა, რომ ელმავალი ლიანდაგიდან 2-ჯერ გადავიდა. მისი თქმით, პირველ შემთხვევაზე ვაგონი რელსებზე დააბრუნეს, მეორედ კი გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და მგზავრებს ბაკურიანში წასვლა თავიანთი საშუალებით ურჩიეს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრის ცნობით, მატარებელში 120 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვებიც. მისივე თქმით, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.

ტაბულა საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, რას აკეთებს რკინიგზა პრობლემის მოსაგვარებლად, რაზეც გვითხრეს, რომ პასუხი მზადდება და ერთ დღეში მოგვაწოდებენ "ამომწურავ ინფორმაციას".

კომენტარები