შეზღუდვები გზებზე

გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

0 კომენტარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, 18 თებერვლიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარი კრიტიკულ მნიშვნელობამდეა გაზრდილი და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:

თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) დაკობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები