თბილისის საქალაქო სასამართლო

მამუკა ახვლედიანი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო

ხვალ, მართლმსაჯულების სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო დაგეგმილი, თუმცა, ახვლედიანის თქმით, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, სასამართლოს ორი კოლეგიის ახლად დანიშნული თავმჯდომარეები შეხვედრაზე დასწრებას და დებოშის მოწყობას გეგმავდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მათ ვინაობას არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამაზე ხვალ, არასამთავრობოებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს.

"მე არ მსურდა კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. ამ პირებს თავად უნდოდათ დასწრება და სავარაუდოდ, დებოშის შემოტანას აპირებდნენ", - უთხრა ახვლედიანმა ინტერპრესნიუსს.

ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ჟურნალისტებისთვის განცხადებას გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ "აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაზე" პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები