ორმოები თბილისში

ჯავახიშვილი: ჩამოვიტანთ ნარევს და ორმოებს წარმოუდგენელი სისწრაფით შევავსებთ

blogsdir.cms

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოიტანენ ნარევს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში გზებზე არსებული ორმოები ამოივსება. მინისტრის თქმით, ორმოების ამოვსებასთან დაკავშირებით მისმა თანამშრომლებმა კონსულტაციები ისრაელსა და ერევანში გაიარეს. 

"სამოცდაორი წლის ვხდები წელს და ორმოები საქართველოში ძალიან ბევრი იყო ყოველთვის და უფრო მეტიც კი, ვიდრე დღეს არის. ჩემი თანამშრომელი იყო წასული ჯერ ისრაელში და შემდეგ ერევანში და უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ სპეციალური შემადგენლობის ნარევს, რომელსაც გამოვცდით და ვფიქრობ, რომ ორმოების საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. თუმცა ჯერ შემოწმება სჭირდება ამ ნარევს. გაცილებით ადვილად და, რაც მთავარია, წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", - ამბობს ჯავახიშვილი. 

კომენტარები