მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

D.A.R.E-მ მარიხუანა ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

Inventorchris/Compfight cc

ნარკომანიის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო პროგრამამ (The Drug Abuse Resistance Education program), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ანტინარკოტიკული ორგანიზაციაა, მარიხუანა ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. კარიბჭის თეორიის მიხედვით, ადამიანები, ვინც მსუბუქ ნივთიერებებს მოიხმარენ, მაგალითად, როგორიცაა მარიხუანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადიან (ჰეროინი, კოკაინი).

უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მარიხუანას კარიბჭის თეორია არ ეხება. ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute on Drug Abuse) აცხადებს, რომ "მარიხუანის მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი შემდგომში მძიმე ნივთიერებებს არ მოიხმარს".

D.A.R.E. ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკების სიაში თამბაქოსა და ალკოჰოლს ტოვებს.

კომენტარები