დემოგრაფიული საკითხები

იაპონიის მოსახლეობა გასულ წელს 1 მილიონით შემცირდა

EPA

სამოქალაქო აღწერის ახალი მონაცემებით, იაპონიის მოსახლეობის რიცხვი გასულ წელს 1 მილიონით შემცირდა. ამ დროისთვის, იაპონიის მოსახლეობის რიცხვი 127.1 მილიონს შეადგენს.

იაპონელი დემოგრაფები მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რადგან იაპონიაში, სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია შობადობა და იმიგრაცია.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის სწრაფად დაბერებამ იაპონიაში ეკონომიკის სტაგნაცია გამოწვია. ამას გარდა, შესაძლოა, ამ მიზეზით გაიზარდოს ჯანდაცვის ფასებიც.

კომენტარები