ჩეჩნეთი

კადიროვი აცხადებს, რომ აღარ სურს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერად დარჩეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი თანამდებობას დატოვებს - რამზან კადიროვის განცხადებით, მან ხალხის წინაშე ვალი მოიხადა.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, მე ვაკეთებ საქმეს და ეს გამომდის დღევანდელ დღემდე. ჩემი სახელი რომ ჩემივე ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენონ, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ უნდა იპოვნოს სხვა ადამიანი. მე ვამბობ, რომ ჩემი დრო წავიდა. მემკვიდრეები ჩვენს გუნდში ბევრია, არიან ძალიან კარგი სპეციალისტები", - განაცხადა კადიროვმა.

ტელეკომპანია НТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში კადიროვმა რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ წარმოდგენაზე ისაუბრა.

"არსებობს ასეთი სულელური საკითხები, სულელური გამონათქვამები, რომ ჩეჩნეთს ჩვენ ვაჭმევთ, შევწყვიტოთ ჩეჩნეთის კვება, კავაკსია - მოდი გამოვყოთ ისინი. საიდან გამოვყოთ? ეს რუსეთის ფუნდამენტია. თუ დღეს დავთმობთ კავკასიას, ხვალ მოსკოვს მარტივად წაიღებენ. ჭკვიან ხალხს ეს ესმის, სულელები, გამყიდველები და შაითანები, ამას ვერ გაიგებენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რომ მათ გაიგონ", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

კადიროვმა ასევე თქვა, რომ ის ქვეითია, და თუ ეტყვიან, კვლავ განაგრძოს "მსახურება", ის გააგრძელებს. 

კადიროვს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წლის გაზაფხულზე ეწურება.

კომენტარები