ავიაკატასტროფა როსტოვში

როსტოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

РИА Новости

დონის როსტოვში მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს. ვლადიმირ სტეპანოვის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, დღესვე იგეგმება თვითმფრინავის ნაწილების შესწავლა.

საგამოძიებო კომიტეტი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სამ სავარაუდო ვერსიაზე მუშაობს: ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა.

ცნობილია, რომ დღესვე დაიწყება დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი.

როსტოვის ოლქში დღეს გლოვის დღეა.

დონის როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი ბოინგ-737აფეთქდა. როგორც РИА Новости წერს, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იყო - 55 მგზავრი, მათ შორის 4 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

დაღუპულთა სია МЧС-მა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 5 ადამიანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება ლაინერის ეკიპაჟს, ოფიციალური ინფორმაციით, ის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ავიაკომპანია Fly Dubai-ის ლაინერი რეისს დუბაიდან დონის როსტოვამდე ასრულდებდა და კატატროფა აეროპორტის ასაფრენ ზოლთან, მოსკოვი დროით 03:40 საათზე განიცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი დაჯდომის მეორე მცდელობაზე, მიწასთან შეხებისთანავე აფეთქდა

კომენტარები