ე.წ რეიდების დროს, შსს-მ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 59 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს გაიხსნა 192 სისხლის სამართლის დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა. ე.წ რეიდების დროს, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით -148 პირი.

"დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა. 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ორი ძებნილი პირი დააკავეს . გამოვლენილი და გახსნილია სისიხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;
.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის260-ე მუხლი) 29 ფაქტი;
საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა (სსკ-ს262-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
ძარცვა (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევის 966 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ემუხლი) 77 ფაქტი;
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;
დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი;

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივიერება ე.წ. „ბიო", 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი" - აცხადებს შსს.

კომენტარები