საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

GDI-ის ანგარიში: პოლიციამ და პროკურატურამ კანონი შერჩევითად გამოიყენეს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია შემთხვევებზე, როდესაც სამართალდამცველებმა კანონი და სამართალი შერჩევითად გამოიყენეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან გამართული აქციის მონაწილეები ამჟღვანებდნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც სცდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ უფლებას. მათი მოქმედებები ცალსახად განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს (აქციის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტის აღმნიშვნელი სიმბოლიკით მოხატეს გზის სავალი ნაწილი), რაზეც სამართალდამცველებს არ ჰქონიათ სათანადო რეაგირება. ამის პარალელურად სამართალდამცავებს სწრაფი და ზოგ შემთხვევაში კანონიერების კუთხით სადაო რეაგირება ქონდათ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების პროტესტი მიმართული იყო ხელისუფლების ან მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ამის თვასლსაჩინო მაგალითია, ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი და ქუთაისში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერების შემთხვევა. ერთი მხრივ, პოლიციის უმოქმედობა ოპოზიციური პარტიის ოფისებსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმების დროს, და მეორე მხრივ თამარ ჩერგოლეიშვილის და "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილი პროაქტიურობა საფუძვლიანად აჩენს ეჭვს, რომ პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს კანონის და სამართლის შერჩევითად გამოყენებას და პოლიტიკურ მიკერძოებას", - წერია ანგარიშში.

კომენტარები