გამტაცებელმა მგზავრების უმეტესობა გაათავისუფლა, მოლაპარაკება გრძელდება

reuters

ეგვიპტიდან გატაცებული თვითმფრინავი კვიპროსზე, ლარნაკას აეროპორტში დაეშვა. ავიაკომპანია EgyptAir-ი აცხადებს, რომ გამტაცებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. BBC-ის ცნობით, მოლაპარაკების შედეგად, გამტაცებელმა გაათავისუფლა მგზავრების უმეტესობა და მძევლად დაიტოვა ეკიპაჟი და ოთხი უცხოელი მგზავრი.

ლარნაკას აეროპორტი დაკეტილია. გადაიდო ყველა დაგეგმილი რეისი.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა პილოტს უთხრა, რომ თვითმკვლელის ქამრით იყო შეიარაღებული და ალექსანდრიის ნაცვლად, კვიპროსში გაფრენა აიძულა. 

კომენტარები