შეიხის გათავისუფლება

აქპეროვი გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან რეაგირებას ითხოვს

ვაგიფ აკპეროვი
ტაბულა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად აქპეროვმა  მის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებისა და  ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ისაუბრა. 2016 წლის 28 მარტს,  ყოფილმა შეიხმა სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, რომელშიც ფაქტების შესწავლასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მიმართვამდე, სახალხო დამცველმა საკუთარი ინციატივითაც გადაწყვიტა აქპეროვის საქმის შესწავლა.

ცნობისათვის, 2013 წლის 27 დეკემბერს აქპეროვი ე.წ მოდულის შენობაში დაიბარეს და დააწერინეს განცხადება შეიხის თანამდებებობიდან გადადგომის შესახებ, დუმილის სანაცვლოდ კი სხვადასხვა უწყებაში სამსახური შესთავაზეს. აქპეროვის უარის შემდგომ კი  ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან აქპეროვის ოჯახის წევრებზე ზეწოლა იყო. 

კომენტარები