დევნილთა და განსახლების სამინისტრო

სუბარი: კომუნალური გადასახადების გაუქმებას დევნილებს არ დავპირებივართ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი უარყოფს წეროვანში მცხოვრები დევნილების განცხადებას, რომ მათ ქართული ოცნება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა.

"არანაირი დაპირება, რომ საქართველოს რომელიმე მოსახლეს, მოქალაქეს არ ექნება გადასახდელი დენის, გაზის, წყლის გადასახადი, ასეთი არ ყოფილა. ეგეთი დაპირება არ არსებობს ბუნებაში. დაპირება იყო, რომ დაგროვილი დავალიანება იქნებოდა გადახდილი ერთჯერადად. გავაკეთეთ განვადება, განწილადება, და 15 ლარს იხდიან თვეში. ასეულობით სხვა დევნილი, რომლებიც ცხოვრობს ზუგდიდში, ქუთაისში, ბოლნისში, რუსთავში, დმანისში, იქნება დაჩაგრული იმის გამო, რომ სახელმწიფო ვიღაცას უხდის, იმას, ვინც არ იხდის და ვიღაცას არ უხდის, ასე რომ, ამ მხრივ რამე ვერ შეიცვლება", - აცხადებს სუბარი.

დღეს, ენერგეტიკის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლი) წეროვანში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია სახელწოდებით - რატომ მოგვატყუეთ - გამართეს. დევნილების ინფორმაციით, მათ დიმიტრი ხუნდაძის არჩევის სანაცვლოდ, ქართული ოცნება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა. ახლა კი, დევნილების დიდ ნაწილს გაზი ჩაჭრილი აქვს დავალიანების გამო. მათი განცხადებით, გადასახადების სახელმწიფოს მიერ გადახდას დევნილებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაჰპირდა. 

კომენტარები