Panama Papers

ისლანდიის პრემიერმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა, უარი მიიღო

Getty Images

BBC-ის ცნობით, ისლანდიის პრემიერმინისტრმა ზიგმუნდურ გუნლეგსონმა პრეზიდენტს მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სთხოვა, თუმცა, პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონისგან ამ ეტაპზე უარი მიიღო.

გუნლეგსონი დემონსტრაციების მიუხედავად, თავდაპირველად გადადგომაზე უარს ამბობდა. მისი თქმით, გასაჯაროებული მასალები ახალს არაფერს შეიცავდა, მის ცოლს ამ კომპანიისგან არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია და ის გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მან გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში პრემიერმინისტრის ზიგმუნდურ დავიდ გუნლეგსონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. დემონსტრაციები, Panama Papers-ის მასალების გასაჯაროებას მოჰყვა. მასალების თანახმად, პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის Wintris-ის მფლობელები არიან.

Panama Papers-ის მასალების თანახმად, ისლანდიის პრემიერმა ოფშორული კომპანია Wintris-ი 2007 წელს შეიძინა. მოგვიანებით, მან კომპანიის აქციების 50% საკუთარ მეუღლეს, რომელიც ასევე კომპანიის დარჩენილ 50%-ს ფლობდა, ერთ ამერიკულ დოლარად მიყიდა.

აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, Wintris-ს შეხება იმ ობლიგაციებთან ჰქონდა, რომლებსაც 2008 წელს სამი გაკოტრებული ბანკი უშვებდა.

კომენტარები