ბაგა-ბაღები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბაღების სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბაღების სააგენტოს გაუქმებას ითხოვს. მათ დღეს ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებთან შეხვედრა გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად ამ თემაზეც ისაუბრეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ბაღების სააგენტო პოლიტიკური მიზნებს ემსახურება და მისი გაუქმება აუცილებელია. ასევე განხილვის თემა იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სკოლამდელი აღზრდის შესახებ არსებულ სისტემას შეეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ აღსაზრდელთა მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ისინი მხარს უჭერენ სააგენტოს გაუქმების ინიციატივას და მმართველობით სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

ბაღის რამდენიმე დირექტორი 16 მარტს გაათავისუფლეს, მიზეზად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება დაასახელა. გათავისუფლებული დირექტორები კი აცხადებენ, რომ ისინი პოლიტკური ნიშნით გაათავისუფლეს.

კომენტარები