განათლების რეფორმა

თსუ-სთან განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აუდიტორია 115

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

სტუდენტების თქმით, განათლების მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი საჯარო დაპირება მოისმინეს.

დღეს დილიდან მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. მათ 4 მოთხოვნა წარმოადგინეს.

"VI კორპუსი დაკავებულია შემდეგი მოთხოვნებით:

1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;

2. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;

3. ვითხოვთ პრემიერმინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის  თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

- არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!

- გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;

- გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;        

4. ოდეერების საქმის გამოძიება",- ამბობდნენ სტუდენტები.    

კომენტარები