მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

სერგეენკო: გამიჭირდება თქმა, მარიხუანა უფრო საზიანოა თუ ალკოჰოლი ან თამბაქო

დავით სერგეენკო
ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კომიტეტზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჰკითხეს, მარიხუანა უფრო საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუ ალკოჰოლი ან თამბაქო. მინისტრს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

"მარიხუანა უფრო საზიანოა თუ ალკოჰოლი და თამბაქო - მე არ ვარ ამის სპეციალისტი, კის ან არას თქმა გამიჭირდება. თუ გსურთ, სამედიცინო-კლინიკური ექსპერტის დონეზე გაგცეთ პასუხი, ანესთეზიაში, რეანიმაციაში, პედიატრიაში და გადაუდებელ დახმარებაში მკითხეთ, შეგიძლიათ, ფარმაკოლოგია-ფიზიოლოგიაც - ეს არ არის ჩემი სპეციალობა", - უპასუხა სერგეენკომ.

კომენტარები