ტერორიზმი

ამერიკელი გენერალი: ISIS-ს 300-800 მილიონი დოლარი გავუნადგურეთ

AP

ამერიკელი გენერალ-მაიორის პეტერ გერსტენის თქმით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში შემსვლელ უცხოელ მებრძოლთა თვიური რაოდენობა 1500-2000-დან საშუალოდ 200-მდე დაეცა.

გერსტენის თქმით, ამერიკელების შექმნილი კოალიციის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დიდი ფინანსური ზარალი ნახა. მისი თქმით, ამერიკული კოალიცია ავიათავდასხმებს იმ შენობებზე ახორციელებდა, სადაც ტერორისტები ფულს ინახავდნენ.

გერსტენის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების დანაკარგი 300 მილიონი დოლარიდან 800 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მისი თქმით, ერთ-ერთ ავიათავდასხმას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი და მასთან ერთად 150 მილიონი დოლარი შეეწირა.

კომენტარები