სირიის კონფლიქტი

MsF: სირიაში საავადმყოფოზე ავიათავდასხმას მინიმუმ 17 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" (Medecins sans Frontieres) ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოში ალ-ქუდსის საავადმყოფოზე მომხდარი ავიათავდასხმის შედეგად მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 14 პაციენტი და 3 ექიმი. გარდაცვლილ ექიმთა შორის არის პედიატრიც, რომელიც ალეპოში დღეს მყოფ ბავშვთა ექიმთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიათავდასხმების უკან სირიის მთავრობა ან რუსული ავიაცია უნდა იდგეს, თუმცა, ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

გასული კვირის განმავლობაში ალეპოში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებულთა თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები